უკრაინის ცესკო-მ მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატებს რეგისტრაციაზე უარი უთხრა
უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატებს არჩევნებში რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
კომისიის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვა შეეხო როგორც მრავალმანდატიან, ასევე ერთმანდატიან ოლქებს.
კომისიის ინფორმაციით, 10 ივნისს პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ რიგგარეშე ყრილობის ჩატარება, რომელზეც საარჩევნო სია დამტკიცდა, ამავე პარტიის წესდების დარღვევით მოხდა.
უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 21 ივლისს ჩატარდება.