საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კიევის ოლქში რუსეთის ინტერვენციის შედეგად ხუთი ათასამდე სახლია დანგრეული
კიევის ოლქში რუსეთის ინტერვენციის შედეგად დანგრეულია ხუთი ათასამდე საცხოვრებელი სახლი, კერძოდ მთლიანად დანგრეულია 161 მრავალსართულიანი შენობა და 4 835 კერძო სახლი. ამის შესახებ გამოცემა „ინტერფაქს უკრაინისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსეი კულებამ განაცხადა.
მისი ცნობით, ნაწილობრივ დანგრეულია 13 292 კერძო სახლი და 975 მრავალსართულიანი კორპუსი. საცხოვრებელის გარეშე დარჩენილია 11 319 ოჯახი.
ალექსეი კულებას ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოქალაქეებისთვის ახალი სახლების მშენებლობის დაწყება ივლისის შუა რიცხვებიდან იგეგმება.