კიევის რამდენიმე რაიონში აფეთქებები მოხდა, ქალაქში განგაშია გამოცხადებული
კიევის რამდენიმე რაიონში აფეთქებები მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, ქალაქში განგაშია გამოცხადებული.
დედაქალაქის ყველა მცხოვრებელს მოუწოდეს, დაუყონებლივ შეაფარონ თავი თავშესაფრებს.
გენშტაბის ცნობით, რუსეთი ავიაციის გამოყენებით აგრძელებს შეტევით ოპერაციას უკრაინის წინააღმდეგ და იყენებს მაღალი სიზუსტის იარაღს. მათივე განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალების ძირითადი ძალისხმევა კიევისა და ხარკოვის ალყაში მოქცევისკენაა მიმართული. გარდა ამისა, გენშტაბის ინფორმაციით, რუსეთი ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების დაკავებას და ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო დერეფნის შექმნას გეგმავს.