კიევის მერის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დედაქალაქში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
კიევის მერის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დედაქალაქში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დედაქალაქში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მისი მონაცემებით, მსხვერპლთა შორის ოთხი ბავშვია, 16 დაშავებული ბავშვი კი საავადმყოფოში იმყოფება.

ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, 20-ზე მეტი ცხედრის იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

როგორც კიევის მერმა აღნიშნა, ომის დაწყებიდან დედაქალაქში დანგრეულია 82 მრავალსართულიანი შენობა.