კიევის მერი - უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსეთის ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით გაშვებული შვიდი კამიკაძე დრონი ჩამოაგდო
30 დეკემბრის ღამით უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით რუსეთის ძალებმა შვიდი კამიკაძე დრონი გაუშვა, ყველა მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
მისი ცნობით, დრონების ნამტვრევებმა დააზიანა ორი შენობა კიევის გოლოსეევსკის რაიონში.
„ჩვენი თავდაცვის ძალების ინფორმაციით, კიევის მიმართულებით შვიდი კამიკაძე დრონი მიემართებოდა, ორი მათგანი ჩამოაგდეს დედაქალაქის მისადგომებთან, ხუთი – კიევის თავზე. ნამტვრევების ჩამოვარდნის შედეგად, გოლოსეევსკის რაიონში საცხოვრებელ სახლსა და ერთ არასაცხოვრებელ შენობაში დაზიანდა ფანჯრები. დაშავებულები არ არიან“, – აღნიშნა კლიჩკომ.