კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ამერიკელი სენატორის საპატივცემულოდ, ჯონ მაკკეინის სახელს დაარქმევენ, – ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ მიიღო.
გავრცელებული ცნობით, მაკკეინის სახელი ივან კუდრის ქუჩას დაერქმევა. კუდრი საბჭოთა კავშირის დროს დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი იყო. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქუჩისთვის ჯონ მაკკეინის სახელის დარქმევას მხარს უჭერს სენატორის ოჯახიც.
ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი 2018 წლის 25 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.