კიევის ცენტრში, სასტუმრო „უკრაინაში“ ბომბს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პოლიცია ავრცელებს. სასტუმროდან ევაკუირებულია 150 ადამიანი.
როგორც სამართალდამცველები განმარტავენ, ტელეფონის საშუალებით მიიღეს ანონიმური შეტყობინება, რომ სასტუმრო დანაღმულია.
ადგილზე მობილიზებულები არიან კინოლოგები და გამნაღმველები.