კიევის ადმინისტრაციულ სასამართლოში პროცესი სააკაშვილის გარეშე გაიმართა
კიევის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში დღეს მოსამზადებელი პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე გაიმართა.
დილით ადვოკატებმა სასამართლოს წერილობით მიმართეს და სხდომის გადადება მოითხოვეს, თუმცა როგორც მოსამართლემ განმარტა, მუშაობის გაგრძელება დაცვის მხარის გარეშეც შესაძლებელი იყო.
დღევანდელ პროცესს მხოლოდ საემიგრაციო სამსახურის წარმომადგენელი დაესწრო, რომელმაც სასამართლოს ექტრადირების, ასევე, სხვა ტექნიკური დეტალების შესახებ იუსტიციის სამინისტროსა და სხვა ოფიციალური უწყებების დოკუმენტები გადასცა.
ხელისუფლების წარმომადგენელს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.
დღევანდელ სხდომაზე ტექნიკური და პროცესუალური საკითხები შეთანხმდა, საკითხის განხილვა კი 2018 წლის 3 იანვარს გაგრძელდება.
ადმინისტრაციული სასამართლო სააკაშვილის “სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფი პირის” სტატუსზე მსჯელობს.
ოდესის ყოფილი გუბერნატორის თმით, მთავრობა სტატუსის არქონის პირობებში, ექსტრადიციის პროცესის გააქტიურდებას შეეცდება.
ადვოკატებმა დილით სხდომის გადადება მოითხოვეს და მიზეზად მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაბარება დაასახელეს, თუმცა როგორც მოგვიანები გაირკვა, სააკაშვილი დღეს დაკითხვაზე შესვლას არ აპირებდა და მას სასამართლოში მისვლა თავისუფლად შეეძლო.