თურქეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ფეთჰულა გიულენის ექსტრადაციის საკითხზე აშშ და თურქეთი 13 ივლისს იმსჯელებენ

20:37, 11.07.2018

თურქეთი და აშშ ფეთჰულა გიულენის ექტრადაციის საკითხზე 13 ივლისს იმსჯელებენ. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 13 ივლისს ანკარას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა დეპარტამენტის წარმომადგენლები ესტუმრებიან.

„ტექნიკურ დონეზე ჩვენ აშშ-სთან რეგულარულად განვიხილავთ ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტებს. შეხვედრაზე განხილული იქნება ტერორისტულორგანიზაციაფეტო“-სთან ბრძოლის საკითხები, მათ შორისაა გიულენის ექტრადაციის თემა“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მსგავსი