კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

კიევ-პეჩერის ლავრაში „კოვიდ-19“-ით ინფიცრების კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა. იონინის მონასტერში კი, სამი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კლიჩკოს თქმით, ლავრაში გასულ ღამეს დეზინფექცია ჩატარდა. კლიჩკოს განცხადებით, საავადმყოფოში ლავრიდან​ ერთი მონაზონი გადაიყვანეს, ორი პირი კი, სასულიერო სემინარიიდან. სემინარიიდან „კოვიდ-19“-ზე ტესტი 20 ადამიანს ჩაუტარეს. პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

კიევ-პეჩერის ლავრაში „კოვიდ-19“-ით ორი სასულიერო პირი გარდაიცვალა. ლავრაში კარანტინია გამოცხადებული.