კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 26 პირს დაუდგინდა
კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 26 პირს დაუდგინდა

კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი კიდევ 26 პირს დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიცკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, ერთი დღით ადრე კიევ-პეჩერის ლავრაში კორონავირუსი შვიდ პირს დაუდასტურდა.

სულ კიევში, ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“65 ადამიანს დაუდგინეს.

„კიეველთა რაოდენობა, რომლებსაც ლაბორატორიულად დაუდასტურეს კორონავირუსი, გასული დღე-ღამის განმავლობაში 65-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში რეგისტრირებული შემთხვევებიდან 26 კიევ-პეჩერის ლავრაში გამოვლინდა“, – წერს კიევის მერი სოციალურ ქსელ „ტელეგრამში“.

სულ უკრაინაში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5106 შემთხვევა, აქედან ბოლო ერთ დღეში დაავადება 444 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაცვლილია 133 ადამიანი, მათგან რვა ბოლო 24 საათში გარდაიცვალა. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია სულ 275 პაციენტი.