ხვიჩა კვარაცხელია - რადგან პორტუგალია დავამარცხეთ, ესე იგი შეგვიძლია, გაჩერებას არ ვაპირებთ #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია - რადგან პორტუგალია დავამარცხეთ, ესე იგი შეგვიძლია, გაჩერებას არ ვაპირებთ #1TVSPORT

ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ემოციური კომენტარი გააკეთა:

„უბედნიერესი ვარ. ასეთი გახარებული არასოდეს ვყოფილვარ. საოცარი შეგრძნებაა, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი გავაბედნიერეთ. რადგან პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. შეგვიძლია, გაჩერებას არ ვაპირებთ. მაქსიმუმი გავაკეთეთ და კვლავ მაქსიმუმს გავიღებთ. სულ წინ ვივლით“.

საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან 2:0 გამარჯვების შემდეგ მერვედფინალში ესპანეთს შეხვდება. მატჩი 30 ივნისს გაიმართება.