ხვალ კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნება
ხვალ კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი ოფიციალურად გაიხსნება

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი ოფიციალურად პირველ აგვისტოს გაიხსნება.

ზაფხულის სეზონის განმავლობაში კურორტზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში, 11:00-დან 16:00 საათამდე იმუშავებს.

კურორტიდან შესაძლებელია გადასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, მათ შორის ხიხანის ციხეზე, მწვანე ტბაზე, გაქვავებულ ტყეზე და ბეშუმზე.

კურორტზე ამ ეტაპზე ფუნქციონირებს შვიდი საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. სათხილამურო კურორტი გოდერძი 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა.