ემანუელ მაკრონის ეფექტი ფრანგულ პოლიტიკაში შესაძლოა, მიწისძვრას შევადაროთ.
ერთი წლის წინ, ის იყო ხელისუფლების წევრი, რომლის სათავეშიც, საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე არარეიტინგული პრეზიდენტი იყო.
ახლა კი, 39 წლის ასაკში, მაკრონმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა.
მას გაუმართლა
ეჭვგარეშეა, რომ ნაწილობრივ, ემანუელ მაკრონს ბედმა გაუღიმა.
წინასაარჩევნო მარათონში, საწყის ეტაპზე ლიდერმა კანდიდატმა მემარჯვენე-ცენტრისტმა ფრანსუა ფიონმა ქულები ხმაურიანი სკანდალის გამო დაკარგა, ხოლო სოციალისტი კანდიდატი ბენუა ჰამონი, პარტიის რადიკალური ფრთის წარმომადგენელი, არასახარბიელო გარემოში აღმოჩნდა. ქვეყნის ამომრჩეველი აშკარად ითხოვდა რაღაც ახალს, განსხვავებით მისი დაპირებებისა.
„მაკრონს ძალიან გაუმართლა, ის მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდა“,- აღნიშნავს პარიზის ანალიტიკური ცენტრის Terra Nova წარმომადგენელი მარკ ოლივიე პადისი.
ის იყო შორსმჭვრეტელი
ერთი გამართლებით ემანუელ მაკრონის წარმატების ახსნა რთულია.
„მას ჰქონდა შესაძლებლობა ბრძოლა გაეგრძელებინა სოციალისტების რანგში, მაგრამ მიხვდა, რომ სოციალისტები რამდენიმე წელი იყვნენ ხელისფლებაში და ხალხი მათგან დაიღალა, პარტიამ პოპულარობა დაკარგა, რომლის დაბრუნებაც, ძალიან რთული იქნებოდა“,- ამბობს პადისი.
როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მაკრონმა შეხედა პოლიტიკურ მოძრაობებს სხვა ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად როგორებიცაა Podemos-ი ესპაენთში და „ხუთი ვარსკვლავი“ იტალიაში. მან დაინახა, რომ მსგავსი ძალა საფრანგეთში არ არის.
2016 წლის აპრილში მან დააფუძნა მოძრაობა En Marche! („წინ!“). ოთხი თვის შემდეგ კი ფრანსუა ოლანდის ხელისუფლებიდან წავიდა.
ობამას რეცეპტი
მაკრონის მოძრაობა ყალიბდებოდა იმავე პრინციპებით, როგორიც იყო ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანია 2008 წელს.
ამის შესახებ პარიზელი ჟურნალისტი ემილი შულტეისი წერს.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ მაკრონის პირველი აქცია იყო „დიდი მარში“ გამოცდილების შეძენის მიზნით, თუმცა აქტივისტების სავსე ენთუზიაზმით.
„მისი შტაბი იყენებდა ალგორითმებს, რომელიც შემუშავებული იყო პოლიტიკური ტექნოლოგიების კომპანიის მიერ. სხვათა შორის, სწორედ ამ კომპანიის მოხალისეები მონაწილეობდნენ ობამას წინასაარჩევნო კამპანიაში 2008 წელს.
განისაზღვრა რაიონები და რეგიონები, სადაც გაგზავნეს საკუთარი ხალხი, 300 ათას მისამართზე “,- ყვება შულტეისი.
მაკრონის მოხალისეები არამხოლოდ ფურცლებს არიგებდნენ, მათ ჩაატარეს 25 ათასი სიღრმისეული ინტერვიუ ამომრჩევლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. თითოეული ინტერვიუ 15 წუთი გრძელდებოდა.
ინტერვიუები შეიტანეს მონაცემთა ბაზაში, რომელიც შემდგომში, აგიტაციის დროს, პრიორიტეტების განსაზღვრისთვის გამოიყენეს.
პოზიტიური გზავნილები
მაკრონის პოლიტიკური იმიჯი, როგორც ჩანს, სავსეა წინააღმდეგობებით.
ერთის მხრივ, ის თითქოს „ახალბედაა“ პოლიტიკაში, მეორეს მხრივ – ის იყო ფრანსუა ოლანდის პროტეჟე და რამდენიმე წელი მინისტრის თანამდებობა ეკავა.
ამასთან, ის საინვესტიციო ბანკირია, ასევე საპროტესტო მოძრაობის ლიდერი. საკუთარ თავს ცენტრისტს უწოდებს, ამავე დროს, წამოჭრა რადიკალური პროგრამა საჯარო სექტორის შემცირებისა.
ამ ყველაფერმა, მის მოწინააღმდეგე მარინ ლე პენს საშუალება მისცა არაპოპულარულად წარმოეჩინა მეტოქე პოლიტიკურ ელიტაში, თუმცა მაკრონი სრულებითაც არ აღმოჩნდა „ახალბედა“, როგორიც მას თავად წარმოედგინა.
ოპონენტებმა ვერ მოახერხეს მიეკერებინათ მაკრონისთვის „ახალი ოლანდის“ იარლიყი.
მან შეძლო იმიჯის შენარჩუნება, რომელიც იზიდავს მათ, ვისაც რაღაც ახლი სწყურიათ.
„საფრანგეთში დომინირებს პესიმისტური განწყობა – შეიძლება ითქვას საკმაოდ პესიმისტური – ის კი მოვიდა ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური გზავნილებით“,- აღნიშნავს ანალიტიკოსი მარკ ოლივიე პადისი.
„ის ახლგაზრდაა, ენერგიით სავსეა და იძლევა არა იმ დაპირებებს, თუ რას გააკეთებს საფრანგეთისთვის, არამედ რა შესაძლებლობები გაუჩნდება ხალხს და ის ერთადერთია, ვისაც მსგავსი გზავნილი აქვს“,- დასძინა პადისმა.
და, რა თქმა უნდა, ის არ არის მარინ ლე პენი
ემანუელ მაკრონის ოპტიმისტურ ფონზე მარინ ლე პენის გზავნილები ნეგატიურად მიიღეს – ემიგრაციის წინააღმდეგ, ევროკავშირის წინააღმდეგ , სისტემის წინააღმდეგ.
მაკრონის მხარდამჭერი აქციები განათებულ სტადიონებზე პოპ-მუსიკის ფონზე იმართებოდა. ლე პენის მხარდამჭერ აქციებზე კი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვანი იყო, იკრიბებოდნენ პროტესტანტები ბოთლებითა და ფლაერებით. სამართალდამცავების გაძლიერებული მობილიზება, ბნელი ტრიბუნები, აგრესიული გარემო…
3 მაისს საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ტელედებატები იყო ძალადობრივი. სატელევიზიო დებატები ერთმანეთის შეურაცხყოფის ფონზე წარიმართა.
მაკრონმა ლე პენი შიშის ატმოსფეროს შექმნაში დაადანაშაულა, თქვა რომ ის „პოლიტიკური შარლატანია“ და შორს არის მის ექსტრემისტ მამისგან.
ლე პენმა კი მას სოციალისტების მარიონეტი უწოდა, ასევე აღნიშნა, რომ მაკრონი მორჩილად ასრულებს ანგელა მერკელის ყველა სურვილს.
ბევრმა მაყურებელმა უყურა დებატებს და დაფიქრდა – შესაძლოა, ქვეყანამ გაიღვიძოს ახალ პრეზიდენტთან, რომელსაც არ სურს გაატაროს ფრანგი ხალხის ინტერესი. ერთადერთი, ვისაც შეუძლია გააჩეროს ასეთი პრეზიდენტი – მას ჰქვია ემანუელ მაკრონი.
მარინ ლე პენმა საკმაოდ ეფექტურად წარმართა საარჩევნო კამპანია, თუმცა მისი რეიტინგი ნელ-ნელა ეცემოდა. ჯერ კიდევ გასულ წელს, მისმა რეიტინგმა 30%-ს მიაღწია, ახლა კი, ორი კვირის განმავლობაში, ორჯერ დამარცხდა მაკრონთან.
მომზადებულია BBC-ის მიხედვით