ხულოში, სოფელ რიყეთში ზვავი ჩამოწვა.
როგორც „პირველი არხის“ კორესპონდენტს ხულოს მერმა გოჩა მელაძემ განუცხადა, პირველადი ინფორმაციით, ზვავი არ არის განსაკუთრებული მასშტაბის.
“თუმცა რა პრობლემებს შეუქმნის ზვავი მოსახლეობას, ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალისტები მომაწვდიან, რომლებიც შემთხვევის ადგილისკენ უკვე მიემართებიან”, – განაცხადა ხულოს მერმა.
უამინდობის გამო, ხვალ კურორტ გოდერძიზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა გადაიდო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და აჭარის მთავრობა გოდერძის სათხილამურო კურორტს ოფიციალურად კვირას გახსნის.
ხულოში ისევ ინტენსიურად თოვს, სოფლებში თოვლის საფარმა მეტრნახევარს, გოდერძის უღელტეხილზე კი 2 მეტრს გადააჭარბა. სოფლების უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.