ხულოში, შუახევსა და ხელვაჩაურში ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს
აჭარის ექვსი მუნიციპალიტეტიდან სამში ახალი მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარეები აირჩიეს. სამივე შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდა.
ხულოში არჩეულია რენარ ბოლქვაძე, შუახევში როსტომ ლორთქიფანიძე, ხელვაჩაურში თენგიზ ირემაძე.
სავარაუდოდ, საკრებულოს თავმჯდომარეებს მალე აირჩევენ ქობულეთსა და ქედაშიც.
ბათუმის საკრებულოში კი, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო 18 მანდატი არ აქვს.
ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ამ დროისთვის შესვენებაა გამოცხადებული.