ხულოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს ხულო-ახალციხის ცენტრალური ავტომაგისტრალი. სოფელ ბოძაურის მოსახლეობა ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ დაპირებული კომპენსაციებით უკმაყოფილოა.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში მიზერულ თანხას სთავაზობენ. ასევე, აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძეც.
“აქცია გამაფრთხილებელ ხასიათს ატარებს. თუ შესაბამისი უწყებები მოსახლეობის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, აქციები ბათუმში გადაინაცვლებს”, – განაცხადა უფლებადამცველმა, თამაზ ბაკურიძემ.