ხულოში, ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
ხულოში, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ხულოში, მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან ერთმანეთს ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.