ხულოში, ანზორ ბოლქვაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო

20:07, 04.12.2019

ხულოში, „ქართული ოცნების“ დეპუტატის ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ხულოში, მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის ბიუროსთან ერთმანეთს ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

მსგავსი