ხულოს სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი რეანომობილი გადაეცა
ხულოს სასწრაფო დახმარების რაიონულ სამსახურს ახალი, მაღალი გამავლობის რეანომობილი გადაეცა.
რეანომობილი ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა დაკომპლექტებული.
„მიზანი არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესება, რათა მოსახლეობამ შეძლოს სამედიცინო სერვისებით სრულფასოვნად და ხარისხიანად სარგებლობა“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, რომელიც ხულოში აჭარის ჯანდაცვის მინიტრთან ერთად იმყოფებოდა.
რეანომობილი ხულოს მუნიციპალიტეტს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გადასცა.