უხვი ნალექის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია ხულოს რაიონის 43 სკოლაში. ინფორმაციას ამის შესახებ პირველ არხთან ხულოს მერი. გოჩა მელაძე ადასტურებს.
მისი განცხადებით, ინტენსიური თოვის გამო, რესურსცენტრმა მიიღო გადაწყვეტილება, სკოლებში სასწავლო პროცესი დროებით შეეწყვიტა.
ამ დროისთვის დაბაში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს. თოვლისა და ყინულისგან იწმინდება გზები და მუშაობს ტექნიკა. შედარებით რთულადაა ვითარება ხულოს რაიონის სოფლებში, სადაც თოვლის საფარმა მეტრნახევარს მიაღწია და ტექნიკის მუშაობა ჭირს.
მელაძის განცხადებით, სოფლებს ამ დროისთვის მიეწოდება არც ელექტროენერგია მიეწოდებათ.