ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა დაეხმარება
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყინჩაურაში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს აჭარის მთავრობა დაეხმარება. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერია უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახს ქირით გადაიყვანს.
სოფელ ყინჩაურაში გვიან ღამით საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაიწვა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.