BMW Club Georgia-ს მიერ ორგანიზებულ გარბენთან დაკავშირებით, 7 ოქტომბერს, 07:00-დან 19:00 საათამდე ხუდადოვის ქუჩა N68-დან უიარაღოს ქუჩის N24-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვების გამო, ცოტნე დადიანის ქუჩიდან თბილისის ზღვის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ურიდიას ქუჩის გავლით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხუდადოვის ქუჩაზე, როგორც უიარაღოს ქუჩა N24- მდე, ასევე, ურიდიას ქუჩის გავლით, ივერთუბნის მიმართულებით იმოძრავებს. თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით.