ხუან გუაიდოს განცხადებით, ვენესუელის შსს-ს ოპერატიული თანამშრომლები მისი ოჯახის დაშინებას შეეცადნენ
ხუან გუაიდოს განცხადებით, მისი ოჯახის დაშინებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული თანამშრომლები შეეცადნენ, რომლებიც მის საცხოვრებელ ბინაში მივიდნენ და პოლიციის საგანგებო ძალების წარმომადგენლებად გაეცნენ.
„მათ ვერ შეძლეს ჩემი ოჯახის დაშინება”, – განაცხადა ხუან გუაიდომ.
მისი თქმით, ვენესუელის ოპოზიციური ძალები შაბათს, 2 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე მივლენ და თავისუფალი არჩევნების გამართვას მოითხოვენ.
ხუან გუაიდომ პრეზიდენტის დროებითი მოვალეობის შემსრულებლად თავი 23 იანვარს გამოაცხადა, მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო კი არალეგიტიმურად ცნო. გუაიდოს მხარდაჭერა რამდენიმე ქვეყანამ გამოუცხადა, მათ შორის აშშ-მა და საქართველომ.