ხუან გუაიდო აცხადებს, რომ ნიკოლას მადუროს პოსტიდან გადაყენებისთვის ყველა ზომის მიღება შესაძლებელია
ხუან გუაიდოს თქმით, ნიკოლას მადუროს პოსტიდან გადაყენებისთვის ყველა ზომის მიღება შესაძლებელია. ვენესუელის დროებითი პრეზიდენტის თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ასეთ ზომებს უკვე განიხილავს.
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერი ამჟამად კოლუმბიაში იმყოფება, სადაც უცხოელ ლიდერებთან და მათ შორის, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტთან შეხვედრას გეგემავს.
მისი თქმით, მადუროს გადაყენებისთვის აუცილებელია როგორც შიდა, ისე გარე ზეწოლის გაძლიერება.
შეგახსენებთ, მანამდე გუაიდო და მისი მომხრეები შეეცადნენ ვენესუელაში აშშ-ის ჰუმანიტარული დამხარება დაერიგებინათ, რასაც კოლუმბიისა და ბრაზილიის საზღვარზე სამხედროებსა და აქტივისტებს შორის შეტაკება მოჰყვა. დაიღუპა ორი და დაშავდა 300 აქტივისტი. თავად მადურო აცხადებს, რომ პრეზიდენტის პოსტის დატოვებას არ აპირებს. მომხდარის შემდეგ მან კოლუმბიასთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.