„ხსნის არმიაში“ შობას აღნიშნავენ
„ხსნის არმიაში“ შობას აღნიშნავენ

საქართველოში ათასობით მორწმუნე 25 დეკემბერს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქრისტიანულ დღესასწაულს, ქრისტეს შობას ზეიმობს. ქრისტეს დაბადებას იმ ეკლესიის წარმომადგენლები ხვდებიან, ვინც ამ თარიღს გრიგორიანული კალენდრით აღნიშნავს.

25 დეკემბერს აღნიშნავს შობას „ხსნის არმია“. საქართველო ერთ-ერთია იმ 130 ქვეყნიდან, სადაც ეს ქრისტიანული ეკლესია და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია მოღვაწეობს.

საშობაო ღვთისმსახურება ტარდება პროტესტანტულ-ევანგელურ ეკლესიაში. ღვთისმსახურებას ადგილობრივი მრევლი ესწრება. შობას ისინი გალობით და ლოცვით ხვდებიან.

„ხსნის არმია“ საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს. მისი შტაბბინა ლონდონში მდებარეობს.