შობას აღნიშნავენ „ხსნის არმიაში“. ამ წუთებში, საზეიმო ლიტურგია მიმდინარეობს პროტესტანტულ-ევანგელურ ეკლესიაში, რომელსაც ეკლესიის მრევლი ესწრება.
საქართველო ერთ-ერთია იმ 130 ქვეყნიდან, სადაც ქრისტიანული ეკლესია „ხსნის არმია“ და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია მოღვაწეობს. „ხსნის არმია“ ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მე-19 საუკუნის შუა წლებიდან არსებობს. „ხსნის არმიის“ ოფიცრები თბილისში პირველად 1993 წელს გამოჩნდნენ და ჰუმანიტარული საქმიანობის ფართო ქსელი გააბეს. მათ ორგანიზაციები, თბილისის გარდა, ქუთაისში, გორში, რუსთავსა და ბათუმშიც აქვთ.
„ხსნის არმიელთა“ საღვთისმსახურო შეკრებებში საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 800 კაცი მონაწილეობს.