ხორვატიის სახელმწიფო მდივანი - იმედი მაქვს, შევძლებთ, დავამტკიცოთ კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება კიდევ ერთი დადებითი იმპულსი საქართველოსთვის, თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ამას
დიდი იმედი მაქვს, შევძლებთ, დავამტკიცოთ კანდიდატის სტატუსი, ეს იქნება კიდევ ერთი დადებითი იმპულსი საქართველოსთვის, თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ამას, – ამის შესახებ ევროპულ საკითხებში ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა, ანდრეია მეტელკო-ზგომბიჩმა განაცხადა.
როგორც ანდრეია მეტელკო-ზგომბიჩმა აღნიშნა, მოუწოდებს ქართველებს, გააგრძელონ ევროპული მომავლის ერთგულება.
„მოვუწოდებთ ქართველებს, გააგრძელონ ევროპული მომავლის ერთგულება, რადგან თქვენ უკვე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება, თქვენი მომავალი უკვე ევროკავშირშია. ახლა თქვენ უნდა იმუშაოთ ამაზე. დიდი იმედი მაქვს, გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ჩვენ შევძლებთ დავამტკიცოთ კანდიდატის სტატუსი. ეს იქნება კიდევ ერთი დადებითი იმპულსი საქართველოსთვის და თქვენ ნამდვილად იმსახურებთ ამას. ვფიქრობ, ეს ძალიან პოზიტიური გზავნილი იქნება თქვენთვის“, – განაცხადა ანდრეია მეტელკო-ზგომბიჩმა.