ხორვატიის საგარეო უწყება - რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი
ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სრულ მხარდაჭერას ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
„რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს კონფლიქტის მტკიცე გადაწყვეტისკენ“, – ნათქვამია ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.