ხორვატიის საგარეო უწყება – რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

20:57, 08.08.2022

ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტრო აგვისტოს ომის 14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სრულ მხარდაჭერას ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

„რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე ხორვატია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდებს კონფლიქტის მტკიცე გადაწყვეტისკენ“, – ნათქვამია ხორვატიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი