ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი უნდა გაგზავნოს
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა უნდა გაგზავნოს მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ რადმანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, მნიშვნელოვანია მათი რეფორმების ხელშეწყობა და სოლიდარობის ჩვენება „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა უნდა გაგზავნოს მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი“, – წერს ხორვატიის საგარეო საქმთა მინისტრი.
შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი თემა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყო.