ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი – „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი უნდა გაგზავნოს

00:24, 19.10.2021

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტმა უნდა გაგზავნოს მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ რადმანმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან, მნიშვნელოვანია მათი რეფორმების ხელშეწყობა და სოლიდარობის ჩვენება „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა უნდა გაგზავნოს მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი“, – წერს ხორვატიის საგარეო საქმთა მინისტრი.

შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი თემა „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ იყო.

მსგავსი