ხორვატიის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს
ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობის გამო რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
სტიქიის შედეგად ათამდე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დატბორილია 20-მდე საცხოვრებელი სახლი.
წყალდიდობა ხორვატიაში თოვლის დნობამ და ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რის შედეგადაც მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა.
დატბორვა ემუქრება ქალაქ კარლოვაცს, ასევე იასენოვაცსა და ხრვატსკა-კოსტაინიცას, სადაც გასულ კვირას მეწყერმა ათამდე სახლი გაანადგურა.
ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლოებას ქალაქ პეტრიანიას მახლობლად მეწყერის ჩამოწოლის საშიშროების შესახებ აფრთხილებს.