ხორვატიის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს

14:05, 20.03.2018

ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში წყალდიდობის გამო რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

სტიქიის შედეგად ათამდე დასახლებული პუნქტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დატბორილია 20-მდე საცხოვრებელი სახლი.

წყალდიდობა ხორვატიაში თოვლის დნობამ და ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რის შედეგადაც მდინარეები ნაპირებიდან გადმოვიდა.

დატბორვა ემუქრება ქალაქ კარლოვაცს, ასევე იასენოვაცსა და ხრვატსკა-კოსტაინიცას, სადაც გასულ კვირას მეწყერმა ათამდე სახლი გაანადგურა.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლოებას ქალაქ პეტრიანიას მახლობლად მეწყერის ჩამოწოლის საშიშროების შესახებ აფრთხილებს.

მსგავსი