უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის, – ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა.
ზორან მილანოვიჩს შეკითხვა დაუსვეს, როგორ იმოქმედებს ხორვატია უკრაინასთან მიმართებაში. აღნიშნულის პასუხად ხორვატიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან ესკალაციის შემთხვევაში, ხორვატია მაქსიმალურად დისტანცირდება მოვლენებიდან.
„ჩვენ ამასთან საერთო არაფერი გვექნება. ესკალაცია თუ იქნება, გამოვიყვანთ უკანასკნელ ხორვატიელ სამხედროს. უკრაინის ადგილი ნატო-ში არ არის. როდესაც უკრაინაში მთავრობა შეიცვალა, მაშინ ეს იყო მოძრაობა, რომელიც არ იყო დემოკრატიული. ეს იყო გადატრიალება, რომლის დროსაც 50 ადამიანი დაიღუპა. ისტორია ასეთია: უკრაინა მიდის დასავლეთის მიმართულებით ისე, რომ არაფერს ეკითხება რუსეთს, ფიქრობს, რომ ევროკავშირში მას რძის მდინარეები ელოდება. უკრაინა ისევ რჩება მეტნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანად, ევროკავშირს უკრანიისთვის არაფერი მიუცია”, – განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა.