ხორვატიის პრეზიდენტი - უკრაინაში რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის წინააღმდეგი ვარ, ეს ომს ახანგრძლივებს
მე წინააღმდეგი ვარ უკრაინაში რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს, – ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა.
ხორვატიის პრეზიდენტმა უკრაინაში ტანკების გაგზავნა გააკრიტიკა.
„რა არის მიზანი? რუსეთის დაშლა, ხელისუფლების შეცვლა? საუბარია რუსეთის დაშლაზეც. ეს სიგიჟეა“, – თქვა ზორან მილანოვიჩმა.
ხორვატიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილი აღარასდროს იქნება.