ხორვატიის პრეზიდენტი – უკრაინაში რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის წინააღმდეგი ვარ, ეს ომს ახანგრძლივებს

12:25, 31.01.2023

მე წინააღმდეგი ვარ უკრაინაში რაიმე სახის სასიკვდილო იარაღის გაგზავნის, ეს ომს ახანგრძლივებს, – ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა განაცხადა.

ხორვატიის პრეზიდენტმა უკრაინაში ტანკების გაგზავნა გააკრიტიკა.

„რა არის მიზანი? რუსეთის დაშლა, ხელისუფლების შეცვლა? საუბარია რუსეთის დაშლაზეც. ეს სიგიჟეა“, – თქვა ზორან მილანოვიჩმა.

ხორვატიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილი აღარასდროს იქნება.

მსგავსი