კვირას აუცილებლად მოვიგებთ, – ამის შესახებ ხორვატიის პრეზიდენტმა, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩმა ბრიუსელში განაცხადა.
„ვერ გეტვით, რომ თავიდან ბოლომდე ვნახეთ გუშინ გამართული შეხვედრა. მატჩის მიმდინარეობას თვალს ვადევნებდით სამუშაო სადილზე. ატმოსფერო იყო შესანიშნავი. ალიანსის წევრი სახელმწიფოები გვილოცავდნენ. მე ასე ვიტყოდი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნახევარფინალში და ფინალში ნატო-ს წევრები მოხვდნენ. მე და საფრანგეთის პრეზიდენტი შევთანხმდით, რომ ერთმანეთს შეხვდებით მოსკოვში კვირას და ვუგულშემატკივრებთ ჩვენს გუნდებს. კვირას ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ”, – განაცხადა ხორვატიის პრეზიდენტმა.
ხორვატიის ნაკრებმა გუშინ ინგლისი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 15 ივლისს გაიმართება. ერთმანეთს ხორვატია და საფრანგეთი დაუპირისპირდებიან.