ხორვატიის პრემიერი - დარწმუნებული ვარ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ამჯერად მიღებული იქნება, ვულოცავ ქართველ ხალხს, ვულოცავ მთავრობას რეფორმებისთვის გაწეულ ძალისხმევას
დარწმუნებული ვარ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილება ამჯერად მიღებული იქნება, – ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ევროკავშირი-დასავლეთ ბალკანეთის სამიტი მიმდინარეობს.
„პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა ივლისში ზაგრებში. როგორც ყოველთვის, იყო შესანიშნავი შეხვედრა. მე ძლიერ ვუჭერ მხარს საქართველოს ძალისხმევას. დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიღებული იქნება. მე ვულოცავ ქართველ ხალხს, ვულოცავ საქართველოს მთავრობას რეფორმებისთვის გაწეულ ძალისხმევას, რომელმაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხორვატიის პრემიერმა.