ხორვატიაში, მოხუცთა თავშესაფარში შეიარაღებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც
ხორვატიაში, მოხუცთა თავშესაფარში შეიარაღებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
შემთხვევა ქალაქ დარუვარში მოხდა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მალევე ახლომდებარე კაფეში დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ომის ვეტერანია და მოხუცთა თავშესაფარში დედა და იქ მყოფი სხვა პირები მოკლა.