ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. სტიქიამ ზაგრებიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქი პეტრინია დააზარალა, სადაც ეპიცენტრი მდებარეობდა. ქალაქში დანგრეულია საცხოვრებელი შენობები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩასართავად გაგზავნილია სამხედრო დანაყოფები.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ზაგრებში, ასევე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.
მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 12 წლის ბავშვია.