ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

23:26, 29.12.2020
People clean debris from a street after an earthquake, in Petrinja, Croatia December 29, 2020. REUTERS/Antonio Bronic

People clean debris from a street after an earthquake, in Petrinja, Croatia December 29, 2020. REUTERS/Antonio Bronic

ხორვატიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.

6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ხორვატიის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. სტიქიამ ზაგრებიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქი პეტრინია დააზარალა, სადაც ეპიცენტრი მდებარეობდა. ქალაქში დანგრეულია საცხოვრებელი შენობები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩასართავად გაგზავნილია სამხედრო დანაყოფები.

მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ზაგრებში, ასევე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.

მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 12 წლის ბავშვია.

მსგავსი