ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმე მ.კ. საქალაქო სასამართლოში [ვიდეო]
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმე მ.კ. საქალაქო სასმართლოში საკუთარი ბრალდების საქმეზე იმყოფებოდა. პროკურატურა მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
სასმართლოს შენობა მ.კ.-მ კომენტარის გარეშე დატოვა.
მ.კ.-ს ადვოკატმა ეკატერინე ხუციშვილმა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ – შეუტყობინებლობის საქმეზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მ.კ. თავს დამნაშავედ ცნობს.
საქმის დეტალებზე არც პროკურორი გიორგი ქობულაძე საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ პროცესზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დამდგარი განაჩენის გამოყოფილი საქმისათვის დართვა მოითხოვა.