ხორავას ქუჩაზე მკვლელობის მოწმე მ.კ. საქალაქო სასამართლოში [ვიდეო]

18:03, 04.07.2018

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმე მ.კ. საქალაქო სასმართლოში საკუთარი ბრალდების საქმეზე იმყოფებოდა. პროკურატურა მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

სასმართლოს შენობა მ.კ.-მ კომენტარის გარეშე დატოვა.

მ.კ.-ს ადვოკატმა ეკატერინე ხუციშვილმა მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ – შეუტყობინებლობის საქმეზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მ.კ. თავს დამნაშავედ ცნობს.

საქმის დეტალებზე არც პროკურორი გიორგი ქობულაძე საუბრობს, თუმცა განმარტავს, რომ პროცესზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დამდგარი განაჩენის გამოყოფილი საქმისათვის დართვა მოითხოვა.

მსგავსი