ხონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.
სოფელ მათხოჯში სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვერ გაატარა და წყალი გზებზე გადავიდა.
ასევე, გორდისა და კინჩხის დამაკავშირებელ გზაზე ქვა-ღორღი დაგროვდა.
აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად მძიმე ტექნიკამ ადგილზე მუშაობა დილიდან დაიწყო .
ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა სრულად გაწმენდილია და ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.