ხონის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის გამო გზები დაიტბორა

13:02, 13.07.2020

ხონის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა.

სოფელ მათხოჯში სანიაღვრე არხებმა წვიმის წყალი ვერ გაატარა და წყალი გზებზე გადავიდა.

ასევე, გორდისა და კინჩხის დამაკავშირებელ გზაზე ქვა-ღორღი დაგროვდა.

აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად მძიმე ტექნიკამ ადგილზე მუშაობა დილიდან დაიწყო .

ხონის მუნიციპალიტეტის მერის, ლადო ჯურხაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზა სრულად გაწმენდილია და ავტომანქანები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

მსგავსი