ხობის მუნიციპალიტეტში ქურდობა მოხდა.
რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 600 ლარი და ვერცხლის სამაჯური წაიღეს. ინციდენტი გვიან ღამით მოხდა, როცა ქავთარაძეებს სახლის კარი ღია დარჩათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.