ხობში ავტომობილი ბოძს შეეჯახა და სანიაღვრე არხში ჩავარდა, არიან დაშავებულები
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში, BMW-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი გარე განათების ბოძს შეეჯახა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.
შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მგზავრები, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვები, დაშავდნენ. ისინი ზუგდიდისა და ხობის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური.
ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.