ხობში ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი სამართალდამცველი გარდაიცვალა
ხობში ავარიისას დაშავებული ერთ-ერთი სამართალდამცველი გარდაიცვალა

ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს.

ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა,  მძიმედ იყო.

მანქანაში, რომელიც ბოძს შეეჯახა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა.

ჯერჯერობით, ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.