ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, ხობის რაიონის სოფელ ხამისქურში ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული ერთ-ერთი პირი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს.
ავარიისას ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმედ იყო.
მანქანაში, რომელიც ბოძს შეეჯახა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ხუთი თანამშრომელი იმყოფებოდა.
ჯერჯერობით, ავარიის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.